უკრაინამ დროებით ოკუპირებული ყირიმის ნავთობბაზასა და საბრძოლო მასალის საწყობებზე იერიში მიიტანა. ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს.
"უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ რუსეთის ფედერაციის სამხედრო სამიზნეებსა და სხვა მნიშვნელოვან ობიექტებზე დარტყმებს, რაც ასუსტებს აგრესორი ქვეყნას და მის სამხედრო-ეკონომიკურ პოტენციალს".- წერს გებშტაბი.
განახლებული მონაცემებით, 2025 წლის 13 ოქტომბრის ღამეს დადასტურდა მეორე თავდასხმა ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებულ ფეოდოსიაში მდებარე „საზღვაო ნავთობტერმინალის“ საწარმოზე.
მათი ინფორმაციით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 13 ოქტომბრის ღამეს დროებით ოკუპირებულ ქალაქ ფეოდოსიაში მდებარე საზღვაო ნავთობტერმინალზე მეორე თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც საწვავის შესანახი 16 ავზი დაზიანდა.
გენერალურ შტაბში განმარტავენ, რომ ფეოდოსიის ტერმინალი რუსი ჯარების საწვავითა და საპოხი მასალებით მომარაგების მნიშვნელოვან ლოგისტიკურ კავშირს წარმოადგენს. ავზებში დაახლოებით 193 000 კუბურ მეტრი მოცულობის ნავთობპროდუქტების შენახვაა შესაძლებელი.
გარდა ამისა, 14 ოქტომბრის ღამეს, უკრაინის თავდაცვის ძალების დანაყოფებმა კრასნაია პოლიანაში (დროებით ოკუიპირებული ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის საბრძოლო მასალა) მდებარე P-18 ტიპის რადარის სადგურს, ოლეშკიში (ხერსონის ოლქის საბრძოლო მასალა) მდებარე უპილოტო საფრენი აპარატების მართვის პუნქტს და მაკიევკას რაიონში (დონეცკის ოლქის საბრძოლო მასალა) მდებარე საბრძოლო მასალის საწყობს შეუტიეს.