7-9 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაცია ეწვევა.
მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაცია ოფიციალურ ვიზიტს 8 თებერვალს ხელოვნების მუზეუმის საგანძურის დათვალიერებით დაიწყებს, რის შემდეგაც პარლამენტში შეხვედრას ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის დელეგაციის წევრებთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთან გამართავენ.
იმავე დღეს, 8 თებერვალს, დელეგაციის წევრები შეხვედრებს საქართველოს საპატრიარქოშიც გამართავენ, რის შემდეგაც მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში დაგეგმილ კონცერტს დაესწრებიან.
9 თებერვალს კი სტუმრები თსუ-ის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორს, რისმაგ გორდეზიანს შეხვდებიან, რის შემდეგაც მცხეთაში ჯვრის სამონასტრო კომპლექსს, სამთავროს დედათა მონასტერს და სვეტიცხოვლის ტაძრებს დაათვალიერებენ.
მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაცია თბილისს 9 თებერვალს დატოვებს.