რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ მოლდოვაზე თავდასხმის რისკი არ არსებობს.
როგორც დანმა აღნიშნა, ვიდრე უკრაინა რუსეთის აგრესიას წინააღმდეგობას უწევს, მოლდოვას რუსეთისგან თავდასხმის საფრთხე არ ემუქრება.
„მოლდოვის რესპუბლიკას მხოლოდ ორი მეზობელი ჰყავს: უკრაინა და რუმინეთი. საბედნიეროდ, უკრაინა წინააღმდეგობას უწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ მოლდოვაზე თავდასხმა იქიდან შეუძლებელია, მით უმეტეს რუმინეთიდან, რომელიც ნატო-ს წევრი სახელმწიფოა. ამიტომ, ვიდრე უკრაინა წინააღმდეგობას უწევს, ასეთი საფრთხე არ არსებობს“, - განაცხადა რუმინეთის პრეზიდენტმა.
ის მიიჩნევს, რომ მოლდოვაში არჩევნებში პრორუსული ძალების გამარჯვების შემთხვევაში, დნესტრისპირეთში რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერების საფრთხე იარსებებდა.
„პრორუსული ძალების გამარჯვების შემთხვევაში, მათ შეეძლოთ დნესტრისპირეთში ამჟამად განლაგებული დაახლოებით 1000-კაციანი მცირერიცხოვანი შეიარაღებული ძალების გაძლიერება. თუმცა, ვიდრე უკრაინა წინააღმდეგობას უწევს, მოლდოვას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“, - დასძინა დენმა.
მანამდე, რუმინეთის არმიის მთავარსარდალმა, ვლად გეორგიცამ, განაცხადა, რომ რუმინეთი, როგორც მოლდოვის ახლო მოკავშირე, მზადაა დაეხმაროს მას, თუ ქვეყანა რუსეთის მხრიდან აგრესიის მსხვერპლი გახდება.