შარმ ელ-შეიხში გამართულ მშვიდობის სამიტზე "ქართული ოცნების" არმიწვევა ცხადოფს, რომ ივანიშვილის გუნდის პროპაგანდა მშვიდობის შესახებ ბლეფი და ტყულია, - ამის შესახებ პარტია "დროას" აღმასრულებელმა მდივანმა გიგა ლემონჯავამ განაცხადა.
მისი თქმით, ერთადერთი, ვინც შავი ზღვის რეგიონში მშვიდობას უზრუნველყოფს, დასავლეთია, რომელიც "ქართულ ოცნებას" მტრად ჰყავს გამოცხადებული.
"ამ რეგიონში, შავი ზღვის დიდ რეგიონში მშვიდობას ამყარებს აშშ და ევროკავშირი. ეს მშვიდობა დადგა სირიაში. ჩვენ ვხედავთ, რომ ირანის ძალადობრივ რეჟიმს აქვს სერიოზული პრობლემები, ჩვენ ვხედავთ, რომ სომხეთსა და აზერბაოჯანს შორის მშვიდობა დაამყარა აშშ-მა. ერთადერთი ძალა, რომელიც მშვიდობას უზრუნველყოფს შავი ზღვის ფართო რეგიონში, ეს არის დასავლეთი. დასავლეთი მტრად ჰყავს გამოცხადებული "ქართულ ოცნებას". ის, რომ ამ უმნიშვნელოვანეს სამიტზე, სადაც ამ რეგიონის და ზოგადად, მსოფლიო მშვიდობის ბედი წყდება, არ არის მიწვეული ივანიშვილის საოკუპაციო რეჟიმი და ასევე რუსული კრემლის რეჟიმიც, არის ცხადი სიგანლი იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილის მთელი ეს პროპაგანდა მშვიდობასთან დაკავშირებით, არის ბლეფი, ტყუილი, - ამბობს გიგა ლემონჯავა.
ეგვიპტეში, შარმ ელ-შეიხში გამართულ მშვიდობის სამიტზე, სადაც 30 ქვეყნის ლიდერი, მათ შორის დონალდ ტრამპიც, ესწრებოდა და განიხილებოდა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის ისტორიული შეთანხმება, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები არ მიუწვევიათ.
სამიტში მონაწილეობდნენ ევროპელი ლიდერები, ასევე სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელმძღვანელებიც.