ეგვიპტეში ღაზის სექტორში ომის დასრულებისადმი მიძღვნილ სამიტზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მოწევისთვის თავის დანებებისკენ მოუწოდა. როგორც Politico წერს, მათი დიალოგი იტალიურმა მედიამ გამოაქვეყნა.
„შესანიშნავად გამოიყურები, მაგრამ მოწევას თავი უნდა დაანებო“, - უთხრა ერდოღანმა მელონის.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ამას სიცილით უპასუხა და განაცხადა, რომ „ეს შეუძლებელია!“
მელონიმ ერდოღანის მოწოდება უარყო და აღნიშნა, რომ მოწევისთვის თავის დანებებამ შესაძლოა ის ნაკლებად კომუნიკაბელური და უფრო გაღიზიანებული გახადოს.
„არავის მოკვლა არ მინდა“, - თქვა ქალმა.
მანამდე მელონიმ აღიარა, რომ 13 წლის შემდეგ მოწევა კვლავ დაიწყო. თუმცა, მან ასევე აღიარა, რომ მოწევამ სხვა პოლიტიკოსებთან, მათ შორის ტუნისის პრეზიდენტ კაის საიდთან, დაახლოებას შეუწყო ხელი.