გელა უძილაურმა ლევან ჯანგველაძის მკვლელობა პირდაპირ სასამართლო დარბაზში აღიარა. უძილაურის თქმით, 2022 წელს უკრაინაში ყოფნისას - სადაც 2 თვე ინსტრუქტორად მუშაობდა - ვინმე სერგეი ბონდარენკოს დაუმეგობრდა.
უძილაურის თქმით, ბონდარენკოს ჰქონდა „ბიტკოინების ქარხანა“ - რაც, უძილაურის თქმითვე, „მოსკოვში ძმებმა ჯანგველაძეებმა წაართვეს“.
"თავიდან ეს საქმე რომ მოხდა თავიდანვე გაჩნდა ეჭვი, რომ ეს უნდა ყოფილიყო შეკვეთილი მკვლელობა. ბუნებაში რაც არ მომხდარა, იმის დადასტურება შეუძლებელი იქნებოდა. მეც ვფიქრობდი ბოლოში მიმეცა ჩვენება.
2022 წელს ვიყავი უკრაინაში, სადაც გავიცანი და დავმეგობრდი სერგეი ბონდარენკოსთან, რომელსაც ჰქონდა ბიტკოინების ქარხანა რომელიც ქართველმა კრიმინალებმა წაართვეს, ასახელებდნენ ჯანგველაძეებს. მე ვკითხე სერგეის თუ შეეძლო რომ დავეკონტაქტებინე ლევან ჯანგველაძესთან და სკაიპით ვეისაუბრე. დაგვითქვეს შეხვედრის ადგილი და ძალიან ცუდად მოგვექცნენ, გასაზიზღრებული დაგვტოვეს. მაინტერესებდა ლევანის პიროვნება, მაგრამ მასზე სულ კარგი მესმოდა. და მიკვირდა იმიტომ რომ მე უზომოდ შეურაცხყოფილი ვიყავი.
ადამიანი ძაღლს რომ ჯოხს დაარტყამს, იმასაც აქვს ღირსება და მეც ხო ადამიანი ვარ და შეურაცხყოფილი ვიყავი. ვიცოდი რომ ლევანი იშვიათად ჩამოდიოდამ მაგრამ ისიც ვიცოდი სად ცხოვრობდა. დალაპარაკება მინდოდა, ჩემს ადგილზე ეს ყველას მოუნდებოდა. დალაპარაკების ფორმას ვფიქრობდი, რომ მეთქვა როგორც შენ მოგცექეცი მაგის საჭიროებას არ წარმოედგანდათქო, მინდა დავიჯერო რომ შენი ბანდის წევრებისთვის ეგ მითითება შენ არ მიგიციათქო, კონფლიქტს მასთან არ ვაპირებდი.
13 მარტს მქონდა საუბარი სერგეისთან, რომელმაც მითხრა, რომ ლევანს დაეღუპა ახლო მეგობარი. მეც ვიფიქრე რომ ლევანი შეიძლება ჩამოსულიყო, ვთხოვე სერგეის გარდაცვლილის სახელის გაგება და პანაშვიდის მისამართიც მითხრა. 13 მარტს ვნახე მე ეგ მისამართი. ვიცოდი რომ დასაფლავება შაბათს იყო და ვიფიქრე რომ ლევანს ვნახავდი. პარასკევს საღამოს 6 საათზე გამოვედი სახლიდან კლასიკური ჩასაცმელი მქონდა, ხელი მეჭირა რაიონში წასაღებად ცელოფანი და მქონდა იარაღი, რომელიც გარდაცვლილმა მეგობარმა მაჩუქა, რომლის წაღებაც მინდოდა რაიონში.
მაგ დღეს უკრაინელი გოგო უნდა მენახა პროგრამისტი სვეტა, გვარი არ მახსოვს, მასთან შესახვედრად მივედი უნივერსიტეტის ქუჩაზე, მითხრა ბაგებში ვარო. გოგოს სანახავად მივდიოდი და ქურთუკი გავიხადე ცელოფანში ჩავდე და იქვე დავტოვე. სავოლოოდ ვერც სვეტას შვხვდი, ვეღარც რაიონში წავედი და მივედი ჭავჭავაძეზე იქნებ დღეს მოვიდეს ლევან ჯანგველაძეთქო. რთული მოსაყოლია ეს ყველაფერი. გზაზე ფეხით ვიარე, ავტობუსითაც ვიმგზავრე ტაქსითაც და მივედი სადაც ეს უბედური ამბავი მოხდა
ლევანმა მისამართი მკითხა, არ ვიცითქო, ხმაზე ვიცანი და ავღელდი. იქვე მინდოდა მეთქვა რომ რაც გაგვიკეთე მაგის საჭიროება არ იყოთქო, მაგრამ აღელვებული ვიყავი და კონფლიქტში რომ არ შევსულიყავი მოვიცადე, სანამ პანაშვიდიდან ჩამოვა თავს დავიწყნარებთქო. რომ ჩამოვიდა თან ახლდა მეორე პირიც. ავდექი ფეხზე და იმ წუთში ვფიქრობდი, ამ ფორმით არ მინდოდა ლევანთან მისვლა რომ შენ ერთი წუთით… ლევანმა თითქოს რაღაც ჩაილაპარაკა, თითქოს ვეცნე და იქნებ გამომელაპარაკოსთქო. რომ გამოიარა შემომხედა მაგრამ არ გაჩერდა და წავედი ლევანის მიმართულებით. შემოტრიალდა ეგეც და ძანძავაც და გზა გააგრძელეს. დაძახებას ვაპირებდი უკვე და რესკად შემოტრიალდა და შემომხედა, მაგრად დავიძაბე, მე ხო სისასტიკე ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი და წამში ვიფიქრე რო ახლა იარაღს ამოიღებსთქო. ზუსტად ისეთი თვალებით მიყურებდა როცა სკაიპში რომ მითხრა “შენ მოგაქცევენ ყურადღებასო” და თავი ვეღარ გავაკონტროლე.
მეგონა ხელში დავჭრიდი, მონასტერში რომ ავედი ვფიქრობდი იქნებ სასწრაფო მალე მივიდა და გადაარჩინათქო. ვფიქრობდი პოლიციას ჩავბარებოდი. რომ ჩამოვედი სასტუმროში შევიარე რადგან ლევანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მაინტერესებდა და იქ გავიგე რაც მოხდა. მერე კიდე ვცდილობდი იმ სვეტას ნახვას.
თან მინდოდა გიორგი ჯოხაძესთან დარეკვა, იმიტომ რომ ადამიანებს რომ რაღაც უბედურება დაემართება ხო ვიცით ვიღაცასთან დარეკვა", - "თვ პირველის" ცნობით, განაცხადა უძილაურმა.