ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი კიევში ჩავიდა.
კალასის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოზე ჩანს, რომ კიევის რკინიგზის სადგურზე მას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრიი სიბიჰა დახვდა.
„უკრაინელები თავიანთი გამბედაობით მსოფლიოს შთააგონებენ. მათი გამძლეობა ჩვენს სრულ მხარდაჭერას მოითხოვს. დღეს კიევში ვარ ფინანსური და სამხედრო მხარდაჭერის, უკრაინის ენერგეტიკული სექტორის უსაფრთხოებისა და ომის დანაშაულებისთვის რუსეთისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ მოლაპარაკებებისთვის“, - წერს კაია კალასი.