ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლებას ეხმიანება.
როგორც ფონ დერ ლაიენი X-ზე წერს, ევროკავშირი მზადაა, საკუთარი წვლილი შეიტანოს ისტორიული შეთანხმების მიღწევაში.
„ისრაელელი მძევლების დაბრუნება მათი ოჯახებისთვის ნამდვილი სიხარულის მომენტია და შვების წამია მთელი მსოფლიოსთვის.
ეს ნიშნავს, რომ დროა გვერდი გადავფურცლოთ. დროა ახალი თავი დავიწყოთ.
ევროპა სრულად უჭერს მხარს შეერთებული შტატების, კატარის, ეგვიპტისა და თურქეთის მიერ შემუშავებულ სამშვიდობო გეგმას.
დღეს შარმ ელ შეიხში ხელმოწერილი შეთანხმება, რომლითაც ომი დასრულდა, ისტორიული ეტაპი იქნება.
ჩვენ მზად ვართ, ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტით წვლილი შევიტანოთ მის წარმატებაში.
კერძოდ, პალესტინის ავტონომიის მმართველობისა და რეფორმის საკითხებში მხარდაჭერის უზრუნველყოფით.
ჩვენ აქტიურად მივიღებთ მონაწილეობას პალესტინის დონორთა ჯგუფის მუშაობაში. ასევე, ჩვენ გამოვყოფთ ევროკავშირის დაფინანსებას ღაზის სექტორის რეკონსტრუქციისთვის“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.