„ჰამასმა“ ღაზის სექტორში ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში დარჩენილი ბოლო მძევლების პირველი ჯგუფი წითელ ჯვარს გადასცა.
ეს სამშვიდობო შეთანხმების მთავარი დებულებაა, რომელიც გზას ხსნის ომის დასრულებისთვის, რომელიც ღაზის სექტორში 2023 წლის ოქტომბერში ისრაელზე თავდასხმის შემდეგ დაიწყო.
მძევლების გადაცემის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათი გათავისუფლება ორ ეტაპად მოხდებოდა: მძევლების პირველი ჯგუფი, როგორც ამბობენ, ადგილობრივი დროით 08:00 საათზე ნეცარიმის დერეფანში გადაიყვანეს, ხოლო დარჩენილი ცოცხალი მძევლები - 10:00 საათზე ხან იუნისში.
ისრაელის მედია და Reuters-ის წყარო იუწყება, რომ შვიდი მძევალი ქალაქ ღაზაში წითელ ჯვარს გადასცეს.
ცნობას მძევლების გათავისუფლების შესახებ თელ ავივში მძევლების მოედანზე შეკრებილი მოქალქეები აპლოდისმენტებითა და ოვაციებით შეხვდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლებული მძებლები არიან გალი და ზივ ბერმანები, მატან ანგრესტი, ალონ ოჰელი, ომრი მირანი, ეითან მორი და გაი გილბოა-დალალი.