პალესტინური მოძრაობა „ჰამასის“ სამხედრო ფრთამ გამოაქვეყნა 20 ცოცხალი მძევლის ვინაობა, რომელთა გათავისუფლებაც 13 ოქტომბერს იგეგმება. იუწყება The Times of Israel
გამოცემის ცნობით, სიაშია იგივე 20 მძევალი, რომელთა სახელებიც ადრე მიეწოდა ისრაელს მოლაპარაკებების ფარგლებში და რომელთა გათავისუფლებაც დადასტურდა ცოცხალი მძევლების შესახებ შეთანხმების ფარგლებში.
„ჰამასის“ მაღალჩინოსანმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორში დაკავებული ისრაელელი მძევლების გათავისუფლების პროცესი 13 ოქტომბრის დილით დაიწყება და შესაძლოა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ქნესეთში დაგეგმილ გამოსვლამდე დასრულდეს.