ამერიკის სამხრეთ კაროლინას შტატში, ბარში სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა. ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.
„სამხრეთ კაროლინას კუნძულზე, ხალხმრავალ ბარში მასობრივი სროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 20 დაშავდა“, - აღნიშნავს გამოცემა.
სროლა წმინდა ელენეს კუნძულზე, Willie's Bar and Grill-ში მოხდა.
როგორც იუწყებიან, ოთხი დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულია.