უცნაურია, საბჭოთა კავშირის შემდეგ არ მახსენდება, რომ ადვოკატი დაბარებული ყოფილიყო. ეს ძალიან უცნაური რამ არის, იმედი მაქვს, რომ ეს პირველი და უკანასკნელი იქნება, - ამის შესახებ „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა, დავით ჯანდიერმა განაცხადა.
"მე მხოლოდ ის ინფორმაცია მაქვს, რომელიც ბრიფინგების საშუაებით გავრცელდა. მოვედი, რომ შეკითხვებს ვუპასუხო. უცნაურია, საბჭოთა კავშირის შემდეგ არ მახსენდება, რომ ადვოკატი დაბარებული ყოფილიყო. ეს ძალიან უცნაური რამ არის, იმედი მაქვს, რომ ეს პირველი და უკანასკნელი იქნება"- თქვა ჯანდიერმა.
მისი თქმით, არასოდეს ჰქონია ქემოკლიძესთან შეხება.
"ჩემთვის ეს ინფორმაცია შოკია, უბრალოდ, წარმოუდგენელი რამ არის, რომელიც ძნელად დასაჯერებელია, რომ ადამიანმა ეს ციხიდან გააკეთოს და მე რომ მოწმედ ვარ დაბარებული, ეს სრული შოკია.
არასოდეს მქონია ქემოკლიძესთან შეხება - არ ვიცნობ. მისი ფოტო პირველად ვნახე, როდესაც სუს-ის მხრიდან განცხადება გავრცელდა. მაშინ, როდესაც გადადგა, გვარისთვისაც არ მიმიქცევია ყურადღება.
მინდა, რომ ყველაფერი გარკვეული იყოს. ამგვარი ნებისმიერი ტიპის ჩარევა შეიძლება, შეფასდეს როგორც ზემოქმედება ჩემზე, დანარჩენი მეც მაინტერესებს თუ რა შეკითხვები იქნება“,- განიცხადა ჟურნალისტებს დავით ჯანდიერმა.
ცნობისთვის, POST TV-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სუს-ის მიერ დაკავებულ "გია ქემოკლიძესა და გიორგი ბაჩიაშვილს შორის სავარაუდო გარიგების შუამავალი ჯანდიერი იყო".
პროკურატურამ ქემოკლიძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავა და აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა მიუსაჯეს.