მასობრივი სროლა მოხდა მისისიპის შტატის ქალაქ ლილენდში, რის შედეგადაც ოთხი ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 12 დაშავდა. ინფორმაციას CBS News ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქალაქ მერმა ჯონ ლიმ განაცხადა, რომ ინციდენტისას ოთხი მძიმედ დაშავებული
ვერტმფრენით საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათი ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ არსებობს. ამ დროისთვის დაკავებული არავინაა, გამოძიება გრძელდება.
მერის თქმით, სროლა ქალაქის მთავარ ქუჩაზე მოხდა, სადაც მაცხოვრებლები ლილანდისა და ჩარლსტონის სკოლების საშინაო თამაშის შემდეგ შეიკრიბნენ.
ლილანდი ვაშინგტონის ოლქში მდებარე პატარა ქალაქია, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 4000-ია.