უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი მიმდინარეობს.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრიი ერმაკი ავრცელებს.
„პრეზიდენტი ზელენსკი ამჟამად პრეზიდენტ ტრამპს ესაუბრება,“ - აცხადებს ერმაკი.
საუბრის დეტალები ჯერ არ ვრცელდება.