საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გადადგომიდან ოთხი დღის შემდეგ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნუ თანამდებობაზე ხელახლა დანიშნა.
„რესპუბლიკის პრეზიდენტმა ბატონი სებასტიან ლეკორნიუ პრემიერ-მინისტრად დანიშნა და მთავრობის ფორმირება დაავალა“, – აღნიშნულია ელისეს სასახლეს განცხადებაში.
ცნობისთვის, 6 ოქტომბერს სებასტიენ ლეკორნუ პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავებიდან ერთ თვეზე ნაკლებში გადადგა.