აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ და ნატო-სთან ერთად ზრდიან ზეწოლას უკრაინისთვის სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად.
ამის შესახებ მან ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდრ სტუბთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ის იმედოვნებს, რომ რუსეთი და უკრაინა სწრაფად ჩაერთვებიან კონფლიქტის მოგვარების მოლაპარაკებებში.
„ეს საშინელი ომია. ეს მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ნებისმიერ კონფლიქტზე უარესია. თქვენ ხედავთ ადამიანებს, რომლებიც იღუპებიან. ეს რუსეთი და უკრაინაა. ვფიქრობ, იქ შეთანხმებას მივაღწევთ, ჩვენ ამას გავაკეთებთ. მათ ამის გაკეთების მრავალი მიზეზი აქვთ. და მე ვფიქრობ, რომ ისინი მალე მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდებიან“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, აშშ ნატო-ს დიდი რაოდენობით იარაღს.
ამერიკის ლიდერმა ასევე არ გამორიცხა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება.