აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, კვირის ბოლოს ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ჩავიდეს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება დაინტერესებულ მხარეებთან ღაზასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროგრესზე იქნება დამოკიდებული.
„შესაძლოა, იქ კვირის ბოლოს წავიდე, შესაძლოა კვირას. ვნახოთ. თუმცა, არსებობს დიდი შანსი, რომ მოლაპარაკებები ძალიან კარგად წარიმართოს“, - აღნიშნა ტრამპმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პროცესში ჩართული იყვნენ „ჰამასის“ და ბევრი მუსლიმური და არაბული ქვეყნის, მათ შორის მდიდარი და ნაკლებად შეძლებული სახელმწიფოების წარმომადგენლები.
ეს აქამდე არასდროს მომხდარა. მსგავსი რამ აქამდე არასდროს მომხდარა“, - აღნიშნა მან.
ტრამპმა ასევე აღნიშნა „ჰამასთან“ ბოლო მოლაპარაკებების ეფექტურობა და განაცხადა, რომ ვიზიტის საბოლოო გრაფიკი მათი შედეგების მიხედვით განისაზღვრება.
დღეს ღაზაში ომის დასრულებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შარმ ელ-შეიხში, გაფართოებულ ფორმატში მიმდინარეობს. მოლაპარაკებებში მონაწილეობენ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და მრჩეველი, ჯარედ კუშნერი. შეხვედრების მიზანი დონალდ ტრამპის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო გეგმაზე მუშაობაა.