გერმანიის მთავრობამ კანონი მიიღო, რომლის თანახმადაც პოლიცია ქვეყნის საჰაერო სივრცეში აღმოჩენილი დრონების ჩამოგდებას შეძლებს. - ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
ოთხშაბათს, მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც პოლიციას სრულ უფლებამოსილებას აძლევს, გაანეიტრალოს გერმანიის საჰაერო სივრცეიs დამრღვევი დრონები.
კერძოდ, მათ წინააღმდეგ იარაღის გამოყენება შესაძლებელი იქნება, თუ ისინი მწვავე საფრთხეს წარმოადგენენ ან სერიოზული ზიანის მიყენება შეუძლიათ.
მათთან საბრძოლველად ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ლაზერები ან რადიოელექტრონული ბრძოლის მეთოდები, რაც ხელს უშლის სიგნალებს, რომლის მეშვეობითაც უპილოტო საფრენი აპარატების მართვა და ნავიგაცია ხორციელდება.
„დრონების ინციდენტები საფრთხეს უქმნის ჩვენს უსაფრთხოებას. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. ჩვენ ვაფართოებთ ფედერალური პოლიციის უფლებამოსილებებს, რათა მომავალში დრონების აღმოჩენა და განეიტრალება უფრო სწრაფად მოხდეს,“ -დაწერა კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა Х-ზე.
კანონპროექტი პარლამენტის მიერ უნდა დამტკიცდეს.
გასულ პარასკევს, გერმანიის სიდიდით მეორე მიუნხენის აეროპორტში, დრონების გამოჩენის გამო, ათობით რეისი გადამისამართდა ან გაუქმდა, რამაც 10 000-ზე მეტი მგზავრის გადაადგილება შეაფერხა.