უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ არსებობს საფრთხე ევროპის ქვეყნებში რუსეთის მიერ ჩრდილოვანი ფლოტის გემების გამოყენებით დივერსიის განხორციელების შესახებ.
ზელენსკის თქმით, უკრაინის დაზვერვა ამის თავიდან ასაცილებლად პრევენციულ სამუშაოებს ატარებს.
„ჩვენი დაზვერვა აქტიურად თანამშრომლობს პარტნიორებთან, რათა რუსეთმა არ გამოიყენოს ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემები დივერსიული და სხვა სახის მცდელობების ჩასატარებლად ევროპაში დესტაბილიზაციის მიზნით. ჩვენ ვაწვდით ჩვენს პარტნიორებს ყველა საჭირო ინფორმაციას და ველით, რომ რუსეთის ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა გაცილებით ძლიერი იქნება.
დღესდღეობით, რუსები ტანკერებს არა მხოლოდ ომისთვის ფულის მოსაპოვებლად, არამედ დაზვერვისა და დივერსიული საქმიანობისთვისაც იყენებენ. ამის შეჩერება აბსოლუტურად შესაძლებელია“, - წერს ზელენსკი.