ცნობილმა კანადელმა პოლიტოლოგმა უოლტერ დერზკომ რუსეთის მოახლოებული განადგურების უტყუარი 40 ნიშანი დაასახელა.
"აღსანიშნავია, რომ რაც მალე მოხდება ეს, მით უკეთესი რუსეთის მიერ დამონებული ხალხებისათვის და ყველა საღად მოაზროვნე ადამიანმა მაქსიმუმი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ თავიანთი ხალხი მოსკოვური საუკუნოვანი ტყვეობიდან იხსნას", _ წერს პოლიტოლოგი და აგრძელებს - "მაგალითად, მოვიდა დრო, რიგითობის მიხედვით გამოცხადებული იქნას რუსეთის ფედერაციის ყველა სუბიექტისა და ქვესუბიქტის დამოუკიდებლობა. Aსევე, ახალ დამოუკიდებელ ქვეყნებში უნდა გამოცხადდეს მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობა, იმ შემთხვევაში თუ იქ მართლმადიდებლები ცხოვრობენ. საქმე ბევრია", _ წერს პოლიტოლოგი.
მოგვყავს ნიშნები (ეს არ არის მიზეზები, ეს სწორედ ნიშნებია), რომლების იმპერიის მოახლოებულ განადგურებას წინასწარმეტყველებენ:
1. ნებადართული კორუფცია და გავრცელებული მექრთამეობა. მე ვერასოდეს ვხვდებოდი, რატომ უნდა ჰყავდეს ბუღალტერი ქუჩის კიოსკსაც კი;
2. სახელმწიფო საკუთრებისა და ფონდების ქურდობა კაპიტალიზმის საფარქვეშ, რომელიც ძალაუფლების მქონე ადამიანების ახლო ნაცნობობას ემყარება:
3. განუზომლად დიდი ფულის გათეთრება:
4. ოლიგარქების კაპიტალისა და მოგების გაგზავნა ოფშორულ ზონებში: კვიპროსზე, შვეიცარიაში, ბელიზში, ინგლისში;
5. რუსეთიდან კაპიტალის გაქცევა: 25 მილიარდი აშშ დოლარი.
6. მზარდი ნათლიმამობა;
7. კორუფციის ექსპორტი ევროკავშირში, კანადასა და აშშ-ში (რუსული მაფია);
8. დაუსჯელი და გამართლებული მაფიოზური საქმიანობა და ბანდიტიზმი რუსეთში;
9. ხელისუფლების მიერ დუმილით მხარდაჭერილი კონტრაბანდული საქმიანობა, ნარკოტიკები და ადამიანებით ვაჭრობა;
10. დემოგრაფიული კოლაფსი;
11. იმპერიის პერიფერიაზე სამხედრო კონტროლის შესუსტება;
12. კონფლიქტები პერიფერიებში;
13. არმიას არ ძალუძს გადაიხადოს კომუნალური მომსახურების საფასური ან წვევამდელების ხელფასი;
14. სამთავრობო ჩინოვნიკებისათვის ხელფასების დაგვიანება;
15. დამოუკიდებელი პოლიციის არარსებობა და ფართოდ გავრცელებული კორუფცია;
16. უკანონობა, ბანდიტების ნაცვლად პოლიციის კონცენტრირება პოლიტიკურ ოპოზიციაზე და ექსტრემისტებზე, ბანდიტებს კი ყველაფრის გაკეთების უფლება აქვთ.;
17. დამოუკიდებელი სასამართლოს არარსებობა და კორუფცია;
18. პოლიციაზე, საგადასახადო სამსახურზე, სასამართლოზე და შს პერსონალზე სახელისუფლებო ზეწოლა.
19. ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენება;
20. კიბერ-იერიშები, საინფორმაციო ომები, ონლაინ პროვოკატორები არსებული წესრიგის დასაცავად, სხვისი დროშის ქვეშ ტერორისტული ოპერაციების განხორციელება და ამის გამოყენება საგანგებო მდგომარეობის გამოსაცხადებლად;
21. პოლიტიკური ოპოზიცია და კრიტიკოსები ექსტრემისტებად და ტერორისტებად ინათლებიან. ჟურნალისტების მკვლელობა;
22. მთავრობის დაზვერვის - "ეფ-ეს-ბეს" ყოვლისმომცველი ჩახუტება - ადრე მას "კა-გე-ბე" ეწოდებოდა;
23. რელიგიის, როგორც პოლიტიკური იარაღის ზრდა. მაგალითად კირილი ან "რუსული სამყარო" და ა.შ.;
24. პოლიტიკა აკრძალვებს თამაში;
25. ფიქსირებული ფასები სასურსათო საქონელზე;
26. ფიქსირებული ფასები სამომხმარებლო საქონელზე;
27. დაბალი (ბარელზე 100 აშშ დოლარზე ნაკლები) ფასები ან ნავთობზე ფასების შემცირება /გაზსა და სამომხმარებლო საქონელს აბანკროტებს/ ბანკროტდება ასევე მთავრობა;
28. მსხვილი ბიზნესისა და ოლიგარქების გაუხმაურებელი მხარდაჭერა, საზოგადოებრივი, მცირე და საშუალო ბიზნესის იგნორირება;
29. სოციალური უზრუნველყოფის ფონდის უკონტროლო ხარჯვა, რეზერვების არარსებობით მთავრობა გაბანკროტდება;
30. მზარდი რუსული ნაციონალიზმი და პროვოცირებული ნაციონალური დაძაბულობა;
31. პოტენციური საგადასახადო აჯანყება 2011 წელს.
32. საპროტესტო დემონსტრაციები;
33. სიცრუე და პროვოკაციები;
34. უსასრულო ფუჭი დაპირებები და მოქმედებებისა ან რეფორმების არარსებობა;
35. დაუბალანსებლობა, პარადოქსები და წინააღმდეგობები (მაგალითად, აშშ დოლარებში პუტინის მრავალმილიარდიანი სასახლე, სიღარიბის მაღალი მაჩვენებლის ფონზე, ოლიგარქები თავს არიდებენ გადასახადების გადახდას ოფშორებში მათი გადაგზავნისა და მოგების მაჩვენებლის ხელოვნურად დაწევის გზით, რუსეთი თავისი ფლოტის მოდერნიზირებას აპირებს, თუმცა მას არ აქვს, სახანძრო მანქანები და და ტუმბოები იმისათვის ტყეში ხანძარი ჩააქროს. პოლიციასა და შს კი ნაბრძანები აქვს ყურადღება დისიდენტებზე გაამახვილოს და არა მოძალადეებზე, ბანდიტებზე, ქურდებსა და კორუფციაზე);
36. სადაზვერვო სამსახურების ჩავარდნები;
37. პირდაპირი უცხოური კაპიტალდაბანდებების დაკარგვა (გასულ წელს ინვესტორებმა რუსეთიდან, ცენტრალური ბანკის მონაცემებით, უკან გაიტანეს წმინდა კაპიტალი 38,8 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობით);
38. ეკონომიკური ზრდის ველური და არარეალური იმედები;
39. სისტემური უმუშევრობით გარემოცული ახალგაზრდობა სულ უფრო და უფრო აგრესიული ხდება, რაც მიდის დემონსტრაციებამდე, შეტაკებებამდე და ბუნტამდე. "ნაში"-ს არ აქვს უნარი აკონტროლოს რუსეთი.
40. რუსულ არმიაში ჯარისკაცებს საკვები არ აქვთ.