5 ოქტომბრის ღამეს, რუსეთმა ლვოვის ოლქზე ყველაზე მასშტაბური იერიში მიიტანა.
ლვოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაქსიმ კოზიცკის ცნობით, რუსეთის ძალების სამიზნე გაზის ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურა იყო.
ხელისუფლების ცნობით, დასავლეთის საჰაერო სარდლობის პასუხისმგებლობის არეალში დაახლოებით 163 საჰაერო სამიზნე შევიდა: წინასწარი მონაცემებით, 140 „შაჰედი“ და 23 ფრთოსანი რაკეტა.
დაღუპულია 4 და დაშავებულია 8 ადამიანი.
კოზიცკის თქმით, ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურაზე მიტანილი იერიშის შემდეგ მავნე ნივთიერებების, მათ შორის ამიაკის გამოყოფა არ დაფიქსირებულა,
„ასეთი დარტყმები უპასუხოდ არ დარჩება.“ - განაცხადა კოზიცკიმ.