ნეპალში პარასკევიდან დაწყებული ძლიერი წვიმის შედეგად სულ მცირე 47 ადამიანი დაიღუპა. ძლიერმა წვიმებმა გამოიწვია მასშტაბური მეწყერი, წყალდიდობები, ხიდების ნგრევა და მთავარი გზების ჩახერგვა. იუწყება Reuters
პოლიციის წარმომადგენლის თქმით, 35 ადამიანი დაიღუპა ინდოეთის მოსაზღვრე აღმოსავლეთ ილამის ოლქში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად
წყალდიდობის შედეგად კიდევ ცხრა ადამიანი დაკარგულად არის მიჩნეული, ხოლო სამი ადამიანი ქვეყნის სხვა ნაწილში ელვის დაცემის შედეგად დაიღუპა.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ნოსაზღვრე ინდოეთის მთიან რეგიონში, დარჯილინგში, დასავლეთ ბენგალის შტატში, ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეული მეწყერის შედეგად სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა.
ნეპალში რამდენიმე გზატკეცილი მეწყერის გამო ჩაიკეტა ან წყალდიდობამ წაიღო, რის გამოც ასობით მგზავრი სხვადასხვა ადგილას ჩარჩენილია.