მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავარიის შედეგად 57 წლის მამაკაცი დაიღუპა.
ინციდენტის დროს გარდაბანი-რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოძრავი მიკროავტობუსი ხეს შეეჯახა, რის შედეგადაც მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა.
უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებული ორი მგზავრი ე.წ. არამიანცის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.