ვისარგებლებ შემთხვევით და განსაკუთრებულ მადლობას გადავუხდი თითოეულ პოლიციელს, თითოეულ რიგით პოლიციელს, რომელიც გუშინ მოქმედებდა. განსაკუთრებული მადლობა დაშავებულ პოლიციელებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, დაშავებული პოლიციელების მდგომარეობა სტაბილურია.
„როგორც მოგეხსენებათ, გუშინ საჯარო გახდა 15 პოლიციელის გადაყვანა კლინიკაში დაზიანებების გამო. საბედნიეროდ, მათი მდგომარეობა არის სტაბილური და მიმდინარეობს გამოჯანმრთელების პროცესი. მინდა, მათ განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო და განსაკუთრებული თანადგომა გამოვუცხადო“, – განაცხადა კობახიძემ.