საფრანგეთის პირველი ლედი კარლა ბრუნი-სარკოზი ამერიკელი რეჟისორის ვუდი ალენის ახალ ფილმში მიიღებს მონაწილეობას.
" CANAL+"-ისთვის მიცემული ინტერვიუში კარლა ბრუნიმ განაცხადა, რომ რეჟისორის წინადადება მიიღო.
"მან შემომთავაზა გამოვჩნდე მის ახალ ფილმში. არ ვიცი რა როლი იქნება, თუმცა თანხმობით ვუპასუხე", - განაცხადა 41 წლის ყოფილმა პროფესიონალმა მოდელმა და პოპულარულმა მომღერალმა.
ინტერვიუში მან ასევე აღნიშნა, რომ იგი არ არის მსახიობი და შესაძლებელია მის მიერ შესრულებული როლი არ გამოდგეს წარმატებული. თუმცა დასძინა: "როდესაც ბებია გავხდები, ჩემთვის სასიამოვნო იქნება, რომ განვაცხადო _ მე გადამიღო ფილმში ვუდი ალენმა".