20 ადამიანს 2 თუ მოერია, „ნაცმოძრაობის“ საქმე კარგად ვერ ყოფილა. რაც შეეხება იგორ ნარმანიას, ასეთი ახალგაზრდა და უკვე აფერისტი რომ არის ადამიანი, რა სპექტაკლებიც მან გუშინ დადგა, ეს აჩვენებს რას ნიშნავს „ნაცობა“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მეტეხის ხიდთან მომხდარ ინციდენტთან დაკაბშირებით განაცხადა.
„20 ადამიანს 2 თუ მოერია, „ნაცმოძრაობის“ საქმე კარგად ვერ ყოფილა. რაც შეეხება იგორ ნარმანიას, ასეთი ახალგაზრდა და უკვე აფერისტი რომ არის ადამიანი, რა სპექტაკლებიც მან გუშინ დადგა, ეს აჩვენებს რას ნიშნავს „ნაცობა“. ასე რომ, „ნაცობას“ ასაკი არ აქვს. ასეთი ახალგაზრდა და უკვე აფერისტი, ჩანს, რომ დიდი მომავალი აქვს „ნაცმოძრაობის“ იდეოლოგიაში. ასეთი ხალხია შემდეგ, რომელიც სააკაშვილის მოდელით იზრდება და ბოლოს ვიღებთ ხოლმე ისეთ ხალხს, როგორიც სააკაშვილი და მსგავსები არიან“, - თქვა შალვა პაპუაშვილმა იგორ ნარმანიაზე თავდასხმის შესახებ საუბრისას.
შეგახსენებთ, სტუდენტები მეტეხის ხიდთან 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით განცხადებას გეგმავდნენ, რა დროსაც მათი ინფორმაციით, თავს დაესხნენ. შედეგად "ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იგორ ნარმანია და კიდევ ერთი ახალგაზრდა დაშავდა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.