დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა აღიარა, რომ დასავლეთ ევროპაში გატარებული მულტიკულტურების პოლიტიკა ჩავარდა, რის კონტექსტშიც ის იმ ისლამისტი მქადაგებლების საქმიანობის აკრძალვის ინიციატივით გამოდის, რომლებიც ექსტრემიზმისკენ მოუწოდებენ.
შესაბამისი განცხადება კემერონმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გააკეთა.
მისი თქმით, ევროპის ქვეყნები იძულებულნი არიან "მოითმინონ სეგრეგირებული საზოგადოება, რომელიც არ იზიარებს ჩვენს ფასეულობებს".
"როდესაც თეთრი ფერის ადამიანი უშვებს გარკვეულ გამონათქვამებს სხვა ფერის ადამიანთან მიმართებაში, ჩვენ მას "რასისტს" ვუწოდებთ", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერმა და აღნიშნა, რომ როცა არაბები, შავკანიანები, ან ზოგადად, აზიელები შეუარაცხყოფას აყენებენ თეთრკანიანებს, მისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და მისი გაკიცხვის ყველას ეშინია.
"უამრავი მუსულმანი რჩება ფესვების გარეშე. ისინი ერთ დღეში არ ყალიბდენიან, როგორც ტერორისტები, მაგრამ ჩვენ თვალნათლივ ვხედავთ რადიკალიზაციის პროცესს", - განმარტა მან.
ამასთან, კემერონის თქმით, ზოგიერთ მეჩეთში ექსტრემიზნის ღია პროპაგანდა მიმდინარეობს.
"ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველაზე მკაცრი ღონისძიებები ასეთი მქადაგებლების წინააღმდეგ და ავკრძალოთ მათი საქმიანობა ჩვენს ქვეყნებში", - განაცხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.