შეტევითი შეიარაღების შემცირების ხელშეკრულება პოზიტიურად აისახება საერთაშორისო სტაბილურობაზე, ხოლო მისი პრინციპები ქმნიან საფუძველს აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობის გასაუმჯობესებლად მრავალ სფეროში. ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
"ხელშეკრულებაში ჩადებული თანაბარუფლებიანობის პრინციპები, პარიტეტულობა, თანაბარი და განუყოფელი უსაფრთხოება ქმნის ძლიერ საფუძველს თანამედროვე რუსულ-ამერიკული ურთიერთქმედებებისთვის მრავალ სფეროში. ხელშეკრულება, რომელიც ძალაში შედის დღევანდელი დღიდან, კარგად აისახება საერთაშორისო სტაბილურობაზე", - განმარტა ლავროვმა.