გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მიიჩნევს, რომ ეგვიპტეში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები სასარგებლო არ იქნება ქვეყანაში დემოკრატიის დამკვიდრებისთვის. მისი თქმით, ქვეყანაშის ხელისუფლების გადაცემა უნდა მოხდეს მშვიდად, დაფიქრებითა და ორგანიზებულად. მაგალითისთვის მერკელმა აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიის გაერთიანების პროცესი მოიყვანა.
შეგახსენებთ, რომ თეთრი სახლის ოფიციალურა წარმომადგენლრბმა რობერტ გიბსმა აღნიშნა, რომ ეგვიპტის ხელისუფლებამ უნდა დაიწყოს პირდაპირი მილაპარაკებები ხელისუფლების კანონიერი გზით გადასაცემად შემდგომში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიზნით.
მოგვიანებით ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა აღნიშნა, რომ, თუ იგი სექტემრამდე დაგეგმილ არჩევნებში გადადგება, მაშინ ქვეყანა ქაოსში აღმოჩნდება.