უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ უნგრელებს არ სურთ უკრაინელებთან ერთ ალიანსში ყოფნა, რათა უნგრელებმაც არ გაიზიარონ მათი ბედი - უკრაინელების ბედი კი, მისი თქმით, რუსეთთან სიახლოვეა.
„უნგრელებს არ სურთ უკრაინელებთან ერთად ევროკავშირში ყოფნა“, - თქვა მან და დასძინა, რომ ისიც ეთანხმება ამას.
„თუ ვინმესთან ერთად ფედერალურ სტრუქტურაში ხარ, მის ბედს იზიარებ და უკრაინა ძალიან რთული ბედის მქონე ქვეყანაა. რატომ უნდა გავიზიაროთ ეს რთული ბედი?“ - იკითხა მან.
მან აღნიშნა, რომ უნგრელებს საკუთარი ბედი აქვთ, რაც უკრაინელებთან შედარებით გაცილებით მარტივია.
„ჩვენ ვწუხვართ მათ გამო, თანავუგრძნობთ მათ, ისინი გმირულად იბრძვიან, ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი მათ, მაგრამ არ გვინდა მათთან საერთო ბედი“, - აღნიშნა მან.
~უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინელების ბედი ისეთია, რომ ისინი რუსეთის გვერდით ცხოვრობენ და მუდმივად ომის მდგომარეობაში არიან რუსებთან.
ორბანმა განაცხადა, რომ მას სურს უნგრეთს თავიდაბ აარიდოს უკრაინელებთან ერთად ფედერალურ სისტემაში ყოფნა და რუსებთან ბრძოლის აუცილებლობა.
„თუ ვინმესთან ერთად ფედერალურ სისტემაში ხარ და თავს გესხმიან, ადრე თუ გვიან ჯარისკაცების გაგზავნა მოგიწევს და ჩვენ არ გვინდა უკრაინისთვის სიკვდილი“, - თქვა მან.