ბელგიის საჰაერო სივრცეში პირველად შენიშნეს უცნობი დრონები.
VRT-ის ცნობით, ბელგიის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ პარასკევს ღამით, დაახლოებით 1:45 საათზე, ლიეჟის აღმოსავლეთ პროვინციაში, ელსენბორნში, სამხედრო ბაზის თავზე 15 დრონი შენიშნეს.
ბაზა გერმანიის საზღვრიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარეობს და 28 კმ² ფართობს მოიცავს.
ეს არის არმიის საწვრთნელი ბანაკი უსაფრთხო ტერიტორიით, სადაც წვრთნები ტარდება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ დრონები შემთხვევით შენიშნეს, რადგან ბაზა იმ დროს დრონების აღმოჩენის სისტემას ტესტავდა.
სავარაუდოდ, დრონები ბელგიიდან გერმანიაში გადაფრინდნენ, სადაც ისინი პოლიციამ ქალაქ დიურენშიც შენიშნა.
დრონების წარმომავლობა უცნობია. ბელგიელი სამხედროები ინციდენტს იძიებენ.