გასული 4 წლის განმავლობაში, ჩვენ ვიხილეთ რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობა, ყველა ეს მცდელობა ჩავარდა და 13 წლის თავზეც მათი მორიგი რევოლუციის მცდელობა აუცილებლად ჩავარდება, ბევრად უფრო მარტივად, ვიდრე წინა შემთხვევებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულო ბრიფინგზე განაცხადა.
კობახიძის თქმით, მოძალადეების ადგილი არის ციხეში.
„ეს ყველაფერი აჩვენებს უსუსურობას რაც სუფევს რადიკალურ ოპოზიციურ სპექტრში. მათ რაღაც გეგმა, მიზანი დააანონსეს, კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის მიზანი აქვთ განცხადებული, თუმცა თავადაც ვხედავთ, რომ ძალიან ეპარებათ ეჭვი ამ მიზნის განხორციელების რეალურობაში, აქედან გამომდინარე მიმართავენ ასეთ იაფფასიან ზომებს, ძველი სიების გამოქვეყნება, იაფფასიანი მუქარები და ა.შ. რა თქმა უნდა, ამას ვერ ექნება ვერავითარი წარმატება.
13 წლის განმავლობაში, მათ ჰქონდათ ასეთი პროცესების წარმართვის არაერთი მცდელობა, მათ შორის, გასული 4 წლის განმავლობაში, ჩვენ ვიხილეთ რევოლუციის მოწყობის 4 მცდელობა. ყველა ეს მცდელობა ჩავარდა და 13 წლის თავზეც მათი მორიგი რევოლუციის მცდელობა აუცილებლად ჩავარდება, ბევრად უფრო მარტივად, ვიდრე წინა შემთხვევებში. აქედან გამომდინარე, გვინდა კიდევ ერთხელ გავაფრთხილოთ ყველა, ფუჭად ნუ აღმოჩნდებიან გისოსებს მიღმა მრავალი წლით. უსინდისო მოძალადეების ადგილი არის ციხეში, ეს ნახა ყველამ, გასული წლის მოვლენების შემდეგ, აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვურჩევთ ყველას, დაიკავონ ფრთხილი პოზიცია და ნუ გაერევიან ისეთ პროცესებში, რომელიც გულისხმობს ძალადობას, და შესაბამისად, ითვალისწინებს სისხლის სამართლის კვალიფიკაციას“, – განაცხადა პრემიერმა.