"ადამიანის დაუცველობა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების კრიზისის საფუძველს წარმოადგენს", - ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა განაცხადა.
"ჩვენ არ ვიცით, როგორ დასრულდება ეს მოვლენები, მაგრამ ვიცით, რომ მას საფუძვლად უდევს ადამიანის დაუცველობა, სიღარიბე, კორუფცია და დემოკრატიის დეფიციტი",_განაცხადა გენმდივანმა.
მისივე თქმით, დაუცველობა იზრდება უსამართლობის საფუძველზე იქ, სადაც ადამიანის უფლებები დაუცველია.
მისივე განცხადებით, უკვე არსებული საფრთხეები უახლოესი თვეებისა და წლების განმავლობაში მსოფლიო საზოგადოებას დამატებით გამოცდას მოუწყობს.