საფრანგეთის პოლიციამ ბენინის დროშით მცურავი ტანკერის, Boracay-ს ეკიპაჟის ორი წევრი.
მედიის მიერ გუშინ გავრცელებული ეს ინფორმაცია დღეს, 2 ოქტომბერს ოფიციალურად დაადასტურა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა სებასტიან ლეკორნიუმ.
პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ბრესტის პროკურატურის გადაწყვეტილებით, ტანკერის ეკიპაჟის ორი წევრი დააკავეს და გემი რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კუთვნილ ტანკერად შეაფასა.
რუსეთი „ჩრდილოვან ფლოტს“ იყენებს სანქციებისთვის გვერდის ავლით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ნავთობის გასაყიდად.
ტანკერი მას შემდეგ დააკავეს, რაც ეკიპაჟმა უარი თქვა გემის კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენაზე და სენ-ნაზერის პორტში გადაიყვანეს.