მოსკოვის გოლოვინის რაიონულმა სასამართლომ ტელეარხ „დოჟდის“ წამყვანს, ეკატერინა კოტრიკაძეს დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდა.
"სასამართლომ დააკმაყოფილა გამომძიებლების შუამდგომლობა და კოტრიკაძეს ორი თვით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა რუსეთში ექსტრადიციის ან რუსეთში დაკავების დღიდან," - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
ჟურნალისტის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 18 ივლისს აღიძრა.
გამოძიება კოტრიკაძეს, რომელიც რუსეთის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, "უცხოელი აგენტების სიაშია" შეყვანილი, უკრაინაში მიმდინარე ომის დროს რუსეთის არმიის ქმედებების შესახებ „ყალბი“ ინფორმაციის გავრცელებას ედავება.