"კობახიძე ყველას მხრიდან არის უარყოფილი და მიჩნეული ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ სახედ," - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა და დანიაშნი კობახიძის ვიზიტს გამოეხმაურა.
მისი თქმით, "ქართული ოცნების" პრემიერმინისტრის ნარატივები "ყოველთვის არის რუსული ჰიბრიდული ომის და კრემლის მესიჯების გახმოვანება საერთაშორისო ასპარეზზე".
რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული ფორმატები და პლატფორმები, სადაც ლეგიტიმურობის ნიადაგზე არ იწვევენ ლიდერებს, არის გარკვეული პლატფორმები, სადაც ყველა ფორმალური თუ არაფორმალური, ლეგიტიმური თუ არალეგიტიმური ლიდერი იკრიბება, რაც შეეხება აქ ყოფნას, აქაც ჩანს თუ როგორი იზოლირებულია ივანიშვილის რეჟიმი და მათ შორის ე.წ პრემიერი კობახიძეც. რაც შეეხება პარალელს მაია სანდუსთან, მაია სანდუ გამოირჩევა იმით, რომ მას აქვს ძალიან კარგი მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა ყველა დასავლელ ლიდერთან კობახიძისგან განსხვავებით ყველას მხრიდან არის უარყოფილი და რა თქმა უნდა, ყველას მიერ არის მიჩნეული ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთ მთავარ სახედ. რაც შეეხება მის ნარატივებს, ყოველთვის არის რუსული ჰიბრიდული ომის გახმოვანება ხოლმე და კრემლის მესიჯების გახმოვანება საერთაშორისო ასპარეზზე," - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.