მე, რა თქმა უნდა, გული შემტკივა ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე, არ აქვს მნიშვნელობა ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს და ვის რა პოლიტიკური მოსაზრებები აქვს. არ მინდა ვინმემ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომ ხვალ ციხეში მოუწიოს წასვლა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა.
"ნებისმიერ ადამიანს, თუ ადამიანებს, თუ დაჯგუფებას შეუძლია გამოვიდეს თუნდაც მიტინგით და შეკრებით გამოხატოს თავისი შეხედულებები სხვადასხვა საკითხზე. ქვეყანაში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია. მაგრამ თუ ვინმე გაბედავს და ნაბიჯს გადადგამს კანონის წინააღმდეგ, თუ ვინმეს სურვილი აქვს გამოცადოს სახელმწიფოს ძალა, ეს მისი უფლებაა და მისი ნებაა.
თუმცა მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, რიგითი მოქალაქე, დედაქალაქის მერი, რა თქმა უნდა, გული შემტკივა ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქეზე, არ აქვს მნიშვნელობა ვის რა პოლიტიკური შეხედულება აქვს და ვის რა პოლიტიკური მოსაზრებები აქვს. არ მინდა ვინმემ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომ ხვალ ციხეში მოუწიოს წასვლა", - განაცხადა კალაძემ.