მანდატურის ინსტიტუტის ამოქმედებასთან დაკავშირებით კერძო სკოლების დაინტერესება დიდია.
"კერძო სკოლებმა დაინახეს რამდენად წარმატებული იყო მანდატურების შესვლა საჯარო კოლებში და მათგან ყველაზე მსხვილმა სკოლებმა ამ ინსიტუტის მათთან ამოქმედების თაობაზე უკვე ოფიციალურად მოგვმართეს", - განუცხადა განათლების მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, აღნიშნული სერვისის კერძო სკოლებისთვის შეთავაზება სავარაუდოდ თებერვლის ბოლოდან, მას შემდეგ იქნება შესაძლებელი, რაც შესაბამის კანონპროექტს პარლამენტი მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მანდატურები ახალი სასწავლო წლიდან თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ზუგდიდის, ფოთის, გორისა და რუსთავის საჯარო სკოლებში შეუდგნენ მოვალეობის შესრულებას.
მანდატურების ფუნქცია დანაშაულის პრევენცია და ბავშვისთვის ყველა სახის დახმარების გაწევაა. მათ სადამსჯელო ღონისძიებების განხორციელება ეკრძალებათ და ვალდებულნი არიან მოსწავლეთა უსაფრთხოებაზე იზრუნონ.