ივანიშვილის მიერ გავრცელებული „მიმართვა“ სხვა არაფერია, თუ არა 4 ოქტომბრის შიშის პირდაპირი აღიარება, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე აცხადებს.
მისი თქმით, ივანიშვილი გრძნობს, რომ ხალხის ერთიანობა აქცევს 4 ოქტომბერს გარდამტეხ დღედ
"ივანიშვილის მიერ გავრცელებული „მიმართვა“ სხვა არაფერია, თუ არა 4 ოქტომბრის შიშის პირდაპირი აღიარება.
მის ტექსტში მთავარია არა იაფფასიანი შათირიშვილისტური ბოდვა გამოგონილ მტრებზე, არამედ ის ფაქტი, რომ თავად ივანიშვილმა გადაწყვიტა 4 ოქტომბერზე საჯაროდ დაწეროს. ეს ნიშნავს, რომ მას ნამდილად აშინებს ქართველთა ერთიანობის ძალა.
მსოფლიო პოლიტიკის ისტორიამ არაერთხელ აჩვენა, როდესაც რეჟიმი იწყებს პრევენციულ თავის მართლებას, ეს ამტკიცებს შიშს და იმას, რომ მისი რწმენა შეირყა.
მაგრამ ეს შიში მხოლოდ მათი სისუსტის გამოხატულება კი არაა ეს არის ჩვენი, ქართველთა ერთიანობის ძალის მტკიცებულება! ივანიშვილი გრძნობს, რომ სწორედ ხალხის ერთიანობა აქცევს 4 ოქტომბერს გარდამტეხ დღედ.
ეს დღე იქნება არა მხოლოდ პროტესტის, არამედ საქართველოს მომავლის არჩევანის დადასტურების დღე, რომ თავისუფლება არის ჩვენი არჩევანი და მას ვერავინ დაბლოკავს და მიიტაცებს.
4 ოქტომბერს ქართველი ხალხი ერთხმად იტყვის მთავარ სიტყვას: უზურპატორი უნდა წავიდეს! უზურპატორი უნდა დაემხოს !
4 ოქტომბერი ქართველთა გამარჯვების დღეა!
ირწმუნე, მოდი, გაიმარჯვე !"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
შეგახსენებთ, დღეს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადება გავრცელდა, რომლითაც ის 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვებას გამოეხმაურა.