აშშ-ის ომის მდივანმა პიტ ჰეგსეთმა ამერიკელ სამხედრო მეთაურებს შესაძლო ომისთვის მომზადებისკენ მოუწოდა. ჰეგსეთმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ომისთვის ემზადება, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ სურს.
„ამ მომენტიდან, აღდგენილი ომის დეპარტამენტის ერთადერთი მისია იქნება ომის წარმოება, ომისთვის და გამარჯვებისთვის მომზადება“, - თქვა მან.
ჰეგსეთმა განმარტა, რომ შესაძლო შეიარაღებული კონფლიქტებისთვის მზადება აუცილებელია არა იმიტომ, რომ შეერთებულ შტატებს ომი სურს, არამედ იმიტომ, რომ მას მშვიდობა უყვარს.
„ჩვენი პირველი ამოცანაა ვიყოთ ძლიერები ომის თავიდან ასაცილებლად. [შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი] ამაზე მუდმივად საუბრობს. ამას ეწოდება მშვიდობა ძალის მეშვეობით“, - განაცხადა ჰეგსეთმა ქუანტიკოში გენერლებისა და ადმირალების წინაშე სიტყვით გამოსვლისას.
პენტაგონის ხელმძღვანელმა აშშ-ის შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობისა და სარდლობის ფიზიკური მომზადების უფრო მკაცრი მოთხოვნები გამოაცხადა.
„ასევე მიუღებელია მსუქანი გენერლებისა და ადმირალების ხილვა პენტაგონის დერეფნებსა და სამეთაურო პუნქტებში მთელი ქვეყნის მასშტაბით და მთელ მსოფლიოში. ეს ცუდად გამოიყურება“, - თქვა ჰეგსეთმა.