ამერიკელი სენატორი ჯონ მაკკეინი აშშ-ის მიერ საქართველოსთვის თავდაცვითი იარაღის მიწოდებას საკითხზე "ბრძოლას" აპირებს.
ამის შესახებ მაკკეინმა ქართველ ჟურნალისტებს მიუნხენში, უსაფრხოების საერთაშორისო კონფერენციის მიმდინარეობისას თავად განუცხადა.
"მე გავაგრძელებ მოწოდებას, რომ ხდება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების არალეგალური ოკუპაცია და მედვედევ-სარკოზის შეთანხმების დარღვევა, ცხადია, რომ დასავლეთი არ ეთანხმება რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად გამოცხადებას. მე გავაგრძელებ მოწოდებას დავეხმაროთ საქართველოს გადაეცეს ის თავდაცვითი იარაღი, რაც მას სჭირდებათ. მე ამისთვის ვიბრძოლებ", - განმარტა მაკკეინმა.
აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების კონფერენციაზე ამერიკელი სენატორი დღეს სიტყვითაც გამოვა. მისი მთავარი გზავნილი მსოფლიოში უსაფრთხოების ახალი სტანდარტების დამკვიდრება იქნება.
მასალის გამოყენების პირობები