დედაქალაქის მერს, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანს კახა კალაძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს მოლდოვის არჩევნებთან დაკავშირებით.
შეკითხვაზე, მიულოცავს თუ არა მაია სანდუს არჩევნებში გამარჯვებას, კალაძე პასუხობს: „სად იმყოფებიან?! სად არიან საერთოდ - დსთ-ში“.
ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ მოლდოვამ დსთ-ს დატოვების პროცედურა უკვე დაიწყო, კალაძემ უპასუხა: "კარგია, წარმატებები".