ევროკავშირმა უკრაინას დრონების შესაძენად დამატებით 2 მილიარდი ევრო გამოუყო. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთად თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკომისრებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
„ჩვენ უკრაინასთან შევთანხმდით, რომ უპილოტო საფრენ აპარატებზე სულ 2 მილიარდი ევრო დაიხარჯება. ეს ახლა უკრაინას საშუალებას აძლევს გაზარდოს მოცულობები და მაქსიმალურად გამოიყენოს თავისი პოტენციალი,“ - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.
მისი თქმით, ეს ასევე საშუალებას მისცემს ევროკავშირს, ისარგებლოს ამ ტექნოლოგიით.
ფონ დერ ლაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აუცილებელია უკრაინისთვის სამხედრო მხარდაჭერის გაგრძელება და გაძლიერება, „თუ ჩვენ გვჯერა, რომ უკრაინა ჩვენი თავდაცვის პირველი ხაზია“.