30 სექტემბრის ღამეს, სუმის ოლქის სოფელ ჩერნეჩინაში საცხოვრებელ კორპუსზე რუსული დრონის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 2 ბავშვია.
ინფორმაციას ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ოლეჰ გრიგოროვი ავრცელებს.
„ამ ღამით მტერმა მოერიშე დრონით დარტყმა განახორციელა საცხოვრებელი შენობაზე კრასნოპოლსკაიას თემის სოფელ ჩერნეჩინაში.
ამ სახლში ცხოვრობდა ცოლ-ქმარი ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად. სამწუხაროდ, ვერავინ გადარჩა,“ - განაცხადა გერასიმოვმა.
მან დასძინა, რომ მაშველებმა ნანგრევებიდან ოთხი დაღუპულის ცხედარი ამოიყვანეს - მშობლები და მათი 6 და 4 წლის ბიჭები.