უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა უნგრული დრონების მიერ უკრაინის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ამ ინციდენტს მნიშვნელობა არ აქვს, რადგან უკრაინა „დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყანა არ არის“.
ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთს უკრაინაზე თავდასხმის განზრახვა არ აქვს და რომ მის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის, აღმოსავლეთში არსებული ვითარება უფრო მეტად უნდა აწუხებდეს.
„ახლა არ აქვს მნიშვნელობა, [საზღვარს] ორმა, სამმა თუ ოთხმა უნგრულმა დრონმა გადაუფრინა. ვთქვათ, რამდენიმე მეტრით შეფრინდნენ, მერე რა? უკრაინა არ არის დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა, ჩვენ მხარს ვუჭერთ, ის არ უნდა მოიქცეს ისე, თითქოს სუვერენულია“, - განაცხადა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა.
შეგახსენებთ, 26 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა., რომ უკრაინის საჰაერო სივრცე უნგრულმა სადაზვერვო დრონებმა დაარღვიეს.
ორბანის თქმით, „თუ დასავლეთი გადაწყვეტს, რომ ხვალ ერთ ფორინტიც არ მისცეს, უკრაინა შესაძლოა გაკოტრდეს, ეს არ არის ის, რაც მას უნდა აწუხებდეს“.