შეიგნეთ ქოცებო, თქვენ პრობლემა გაქვთ ქართველ ხალხთან და საქართველოსთან და ამას მთელი სიცხადით დაინახავთ 4 ოქტომბერს, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე აცხადებს.
"გამოუსწორებელი სიბრიყვე სჭირთ „ქოცებს“ და მათ პროპაგანდას. ფიქრობენ, რომ მათი პრობლემა არის მხოლოდ პარტიები და ცალკეული ლიდერები ამიტომ დაიჭერეს თითქმის ყველა აქტიური ლიდერი, მაგრამ არ უშველათ ამან. მერე შეეშინდათ ლევან ხაბეიშვილის და 4 ოქტომბრის - დაატყვევეს ისიც. ამანაც არ უშველა მათ შიშებს, ახლა პროპაგანდა მიადგა და ცდილობს გააშავოს პაატა ბურჭულაძე.
სულ ტყუილად წვალობთ, შეიგნეთ ქოცებო, თქვენ პრობლემა გაქვთ ქართველ ხალხთან და საქართველოსთან და ამას მთელი სიცხადით დაინახავთ 4 ოქტომბერს, სადაც ქართველი ხალხი ერთხმად იტყვის უზურპატორი უნდა წავიდეს!"- აცხადებს პაატა მანჯგალაძე.