ვესაუბრე მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს. მოხარული ვარ, მივულოცო მაიას ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება და წარმატებები ვუსურვო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.
"ვესაუბრე მოლდოვას პრეზიდენტს, მაია სანდუს. მოხარული ვარ, მივულოცო მაიას ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება და ვუსურვო წარმატებები. ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ რუსეთის დესტაბილიზაციის აქტივობა მარცხდება, ხოლო ევროპაში მოლდოვა იმარჯვებს. რუსულმა დივერსიამ, მუდმივმა დეზინფორმაციამ, არ იმუშავა. მნიშვნელოვანია, რომ მოლდოვა ეფექტურად იცავდა თავს საფრთხეებისგან ყველა იმ ადამიანთან ერთად, ვინც ეხმარებოდა.
ჩვენ მხარს ვუჭერთ მოლდოვას. ჩვენ გავაგრძელებთ ერთად მუშაობას. ერთად დავძლევთ გამოწვევებს და ავაშენებთ მომავალს ისე, რომ ჩვენს ხალხებს ჰქონდეს უსაფრთხო, ეკონომიკური და შესაბამისად კარგი სოციალური პერსპექტივა," - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.
მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში ხმათა თითქმის 100%-ის დათვლის შემდეგ, მმართველი, პროევროპული „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ 50.16%-ით ლიდერობს, მეორე ადგილზეა პრორუსული „პატრიოტული ბლოკი“ 24.19%-ით.