მიჩიგანის შტატში შეიარაღებული პირი ავტომობილით ეკლესიის ფასადს დაეჯახა, შემდეგ კი სროლა დაიწყო და ეკლესიას ცეცხლი წაუკიდა.
თვდასხმის შედეგად სულ მცირე ოთხი ადამიანი დაიღუპა. იუწყება CNN . პოლიციის ცნობით, რვა დაშავდა.
ხელისუფლების ცნობით, წირვის დროს შეიარაღებულმა პირმა მანქანა ეკლესიის ფასადს შეეჯახა, სროლა დაიწყო და შემდეგ შენობას ცეცხლი წაუკიდა, რამაც მასშტაბური ხანძარი გამოიწვია.
პოლიცია ვარაუდობს, რომ დამწვარ შენობაში შესაძლოა, დაღუპულები კიდვ იყვნენ.
პოლიციის ცნობით, სამართალდამცველებმა თავდამსხმელს ცეცხლი გაუხსნეს და მოკლეს.
გამომძიებლების ცნობით, თავდამსხმელი 40 წლის თომას ჯეიკობ სანფორდი ახლომდებარე ქალაქ ბარტონიდან იყო.
CNN, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის წარმომადგენელზე დაყრდნობით, იუწყება, რომ სენფორდი საზღვაო ქვეითი და ერაყის ომის ვეტერანი იყო, რომელიც 2004-2008 წლებში მსახურობდა.