რუსეთი ნატო-ს ქვეყნებისკენ თავის დრონებს არ უშვებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაერო-ს გენერალურ ასაბლეაზე და შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ჩვენ არასდროს ვესხმით თავს სამოქალაქო ობიექტებს. ინციდენტები ხდება, მაგრამ ჩვენ არასდროს ვისვრით მიზანმიმართულ ცეცხლს.
ჩვენ არასდროს ვუშვებთ ჩვენს დრონებს ან რაკეტებს ევროპის სახელმწიფოებისკენ - ევროკავშირის ან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებისკენ,“ - თქვა ლავროვმა.