უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოთქვა რწმენა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კარგად აცნობიერებს, თუ როგორ ცდილობს რუსეთი ყველას მოტყუებას.
„პუტინი ატყუებს ლიდერებს, რომლებიც დღემდე ესაუბრებიან მას, როდესაც ამბობს, რომ საოკუპაციო კონტინგენტი რაღაც მიზნებს აღწევს.
„წლების განმავლობაში ისინი იძულებული არიან, სულ უფრო და უფრო მეტი მიზეზი მოიფიქრობ, თუ რატომ გადაიდება გამუდმებით მათთვის მიცემული ვადები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ამ ფაქტების მიუხედავად, რუსი ოკუპანტები კვლავ პასუხობენ მხოლოდ თავდასხმის ახალი მცდელობებით და უკრაინის ქალაქებსა და ინფრასტრუქტურაზე ახალი დარტყმებით.
„ისინი ომით ნამდვილად ავად არიან და საკითხავია შესაძლებელია თუ არა მათი განკურნება.
ერთადერთი, რასაც შეუძლია ამ რუსული ომის ვირუსის შეჩერება, არის ძალა, მტკიცე გადაწყვეტილებები და მტკიცე დახმარება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, მან ეს ნიუ იორკში ბევრ ახლო პარტნიორთან, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან განიხილა.
„პრეზიდენტი ტრამპი ძალიან კარგად არის ინფორმირებული ფრონტზე არსებული სიტუაციის შესახებ, იმის შესახებ, თუ რას აკეთებენ რუსები და როგორ ცდილობენ ყველას მოტყუებას. ჩვენ ამერიკასთან ვსაუბრობთ კონკრეტულ საკითხებზე, რომლებსაც შეუძლიათ ამ ომის შეჩერება. ჩვენ გვაქვს რეცეპტები. მნიშვნელოვანია, რომ ის, რაზეც შევთანხმდით, განხორციელდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.